23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

შაბათს ფილარმონიიდან პარლამენტამდე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში გაიმართება

11 ივლისს, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნება.

ქართველი გმირების მარში შაბათის ტრადიციული მარშის ფარგლებში მოეწყობა. როგორც მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, “სწორედ ქართველი გმირების თავდადება გვაძლევს ძალას, არ შევეგუოთ ოკუპაციას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობა და მომავალი”.

“შაბათს, 11 ივლისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ფილარმონიასთან უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად.

ორ საუკუნეზე მეტია, ქართველი ხალხი ებრძვის რუსულ იმპერიალიზმსა და ოკუპაციას. ამავე ბრძოლას სხვადასხვა დროს გადიოდნენ სხვა თავისუფლებისმოყვარე ერებიც, მათ შორის, უკრაინელებიც.

დღეს უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის!

დღეს უკრაინა იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთო მტრის წინააღმდეგ!

ამ ბრძოლაში ღირსეული წვლილი შეაქვთ ქართველებს. ისინი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვიან. 120-ზე მეტმა ქართველმა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას. მათი თავდადება და სიმამაცე განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოსა და უკრაინის ისტორიაში.

სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება 11 ივლისის შაბათის მარში.

მათი თავდადება გვაძლევს ძალას, არ შევეგუოთ ოკუპაციას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მშვიდობა და მომავალი.

11 ივლისი, შაბათი, 19:00 საათი.

ფილარმონიიდან – პარლამენტამდე.

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!” – წერია ღონისძიების ანონსში, რის შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა „გორმედის“ ექიმების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა