შაბათის მარშზე ხმაური იყო – აქტივისტების ინფორმაციით, უცნობი პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მაშინ, როცა აქციის მომაწილეები მსვლელობას მართავდნენ, მათთან ერთ-ერთი უცნობი პირი მივიდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, მათ შორის, მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი მასაც შეეხო.
მისი თქმით, მოხდარს აქციის მონაწილეთა რეაქცია და შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც უცნობი პირი პოლიციამ გაიყვანა.
,,ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
შაბათის ტრადიციული მარში დღეს უკავშირდება ,,ტვ.პირველის” ეთერში გასულ კადრებს,სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.















