11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 13 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღები მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავარძელსა და საბარგულს შორის, მოწყობილ სამალავში გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

banner
წინა სტატიაში“მაგთიკომი” დიდი ბრიტანეთის მიერ 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს
შემდეგი სტატიაბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს