27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სევინჩ სადიგოვა: აფგან სადიგოვი ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს

“ახლახან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 4–5 ნიღბიანი პირი შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა, და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. არანაირი ინფორმაცია არ არის მოწოდებული იმის შესახებ, თუ სად წაიყვანეს ან რა იყო მიზეზი.” – წერს აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით, თამთა მიქელაძემ გაავრცელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ სადიგოვის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყეს

5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერდა, რომ სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო. 6 აპრილს ცოლმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა მალევე ადვოკატმა თამთა მიქელაძემ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი: რას ითხოვენ ჩვენგან ევრობიუროკრატები?! “გამჭვირვალობის კანონის”გაუქმება უნდათ. სამარცხვინო არ არის USAID -ის სკანდალის შემდეგ?!
შემდეგი სტატიაუკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო