სევეროდონეცკში გარკვეული წარმატებები გვაქვს, მაგრამ ჯერ საუბარი ნაადრევია – ზელენსკი

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის ჯარების თავდასხმებს დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო.

“ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში. მაგრამ ჯერ ნაადრევია ამის თქმა. ეს ახლა ყველაზე რთულია. როგორც ახლომდებარე ქალაქებსა და თემებში – ლისიჩანსკში, ბახმუტში და სხვა ქალაქებში, სადაც [არის] ძლიერი შეტევა რუსეთის მხირდან”, – თქვა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

მან თქვა, რომ რუსეთის არმია იყენებს ყველა შეიარაღებასა და შესაძლებლობას ხალხს ანგარიშს საერთოდ არ უწევს.

“რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ამაზრზენ, სამარცხვინო და ცინიკურ რამეს დაწერეს სამუდამოდ რუსეთი თავის ისტორიაში”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ პასუხს რამდენიმე კვირაში ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს
შემდეგი სტატიაზელენსკი – ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის განადგურებისთვის სრულ ფასს გადაიხდიან