სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დავიბრუნეთ – გაიდაი

უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება იყო და ტერიტორიის დაახლოებით 70% იყო დაპყრობილი, ახლა ჩვენ უკვე დავიბრუნეთ დაახლოებით 20%”, – თქვა გაიდაიმ.

მანვე აღნიშნა, რუსებმა უამრავი ტექნიკა და ცოცხალი ძალა დაკარგეს, მათ შორის კადიროველებმაც.

“ბოლო ორი დღის მოვლენებმა აჩვენა, თუ როგორ შეუძლია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მტრის გაძევება”, – დასძინა სერგეი გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშილუგანსკში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და ბავშვი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ ქალაქებთან დაძმობილებულ ამერიკულ ქალაქებს მიმართა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა