სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

„არტილერიის გამოყენებით რუსულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმითი ოპერაციები ქალაქ სევიეროდონეცკის მიდამოებში“, – ნათქვამია გენშტაბის მიერ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების საფრთხე კვლავ რჩება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში თანამედროვე რუსული ტანკების 30%-ზე მეტი განადგურდა – უკრაინის შს სამინისტრო