სევეროდონეცკის დაახლოებით 80%-ს რუსები აკონტროლებენ, 6 ოკუპანტი ტყვედ ავიყვანეთ – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ სევეროდონეცკში ბრძოლები გრძელდება და რუსული ძალები ქალაქის დაახლოებით 80%-ს აკონტროლებენ.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის სამხერთითა და დასავლეთით მდებარე დასახლებებში, რადგან მტერი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობს.

“სამწუხაროდ, მტერმა ქალაქის უდიდესი ნაწილი ხელში ჩაიგდო, ჩვენი არმია გარკვეულ ნაწილს იცავს, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, ჩვენმა სამხედროებმა რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მტერი უკან დახიეს და 6 რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, ველოდებით ჩვენებას, რომელსაც ტყვეები მოგვცემენ, შემდეგ უკვე გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ, ლუგანსკის ოლქში არ არსებობს დასახლება ან სოფელი, რომელსაც მტერი არ უტევს, ინტენსიურად ბომბავენ ყველასა და ყველაფერს”, – თქვა გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიმაკალისტერი – „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მთელი რეგიონის უსაფრთხოება როცა სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით