სევეროდონეცკის აღება არ იძლევა რუსეთის ფედერაციის გამარჯვების გარანტიას – ISW

რუსეთის ჯარების მიერ სევეროდონეცკის აღებამ შესაძლოა მათ ტაქტიკური წარმატება მოუტანოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს ომის მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ( ISW ) ანგარიშში.

ანალიტიკოსების თქმით, როდესაც სევეროდონეცკისთვის ბრძოლა დასრულდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარესა იქნება ქალაქი, რუსეთის შეტევა ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე სავარაუდოდ კულმინაციას მიაღწევს, რაც უკრაინას მისცემს შანსს განაახლოს კონტრშეტევა ოპერატიულ დონეზე, რათა უკან დაახევინოს რუსულ არმიას,

მათივე ცნობით, სევეროდონეცკის აღება მოსკოვს საშუალებას მისცემს განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაცია მთლიანად შევიდა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს რუსეთს სხვა მნიშვნელოვან სამხედრო თუ ეკონომიკურ სარგებელს არ მოუტანს.

ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მთლიანად ანადგურებენ ქალაქს.

„სევეროდონეცკის აღებამ შეიძლება გახსნას რუსული ლოგისტიკური მიწოდების ხაზი დასავლეთში ოპერაციების მხარდასაჭერად. ამავდროულად, რუსებმა დაკარგეს ბევრად მოგებიანი მარშრუტები იზიუმის მახლობლად – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ სევეროდონეცკზე“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ადმინისტრაციამ ყირიმის საავადმყოფოებს უბრძანა, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეებს მიღება დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლების გასათავისუფლებლად – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიამცხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა