სევეროდონეცკი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, ქალაქის ნაწილს რუსული არმია აკონტროლებს – გაიდაი

ლუგანსკის ქალაქი სევეროდონეცკი რუსებისთვის ისევ მთავარი სამიზნეა. ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ მთელი რეგიონი უწყვეტი დაბომბვის ქვეშაა, მტერი საჰაერო ძალებს, არტილერიასა და ტანკებს იყენებს.

“რუსების ძირითადი ძალისხმევა ახლა ქალაქზე კონტროლის დამყარებაზეა ორიენტირებული”, – დაწერა მან Telegram-ზე.

გაიდაიმ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას თქვა, რომ ქალაქის ნაწილი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა.

“რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ მთელი ქალაქი დაიპყრეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ბიჭები გვყავს იქ – ისინი იბრძვიან. ასე რომ, ისინი [რუსები] ვერ ახერხებენ თავისუფლად წინსვლას”, – თქვა გაიდაიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯარების გაყვანა ლისიჩანსკში შესაძლებელია და არ ფიქრობს, რომ სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის რისკი არსებობს.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – უკრაინა ვერ დათანხმდება „მინსკ 3“-ს, რადგან ეს იქნება გადადებული ომის ბილეთი
შემდეგი სტატიავუახლოვდებით იმ წერტილს, როცა რუსეთს მოუწევს იარაღის განზე გადადება და დიპლომატია – ზელენსკი