სევეროდონეცკი მთლიანად უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ დაცვას – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკი მთლიანად უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

გაიდაის თქმით, ლუგანსკის მიმართულებით რუსული არმიის 25 ბატალიონის ჯგუფია და თითოეული მათგანი 500-მდე სამხედროსგან შედგება. ანუ, ახლა იქ მინიმუმ 10 ათასი ჯარისკაცია, ასევე, დიდი რაოდენობით აღჭურვილობა.

გაიდაიმ განმარტა, რომ უშუალოდ სევეროდონეცკში ბრძოლები არ მიმდინარეობს და ბრძოლები ძირითადად გარეუბნებშია.

banner
წინა სტატიაშითურქეთს შვედეთისა და ფინეთისგან წერილობითი გარანტიების მიღება სურს „ტერორისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით – ჩავუშოღლუ
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა