სევეროდნეცკის სამხედრო ადმინისტრაცია – რუსი სამხედროები ქალაქის 2/3-ზე არიან ლოკალიზებული, განადგურებულია საცხოვრებელი სახლების 90%

სევეროდონეცის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, „სასტიკი თავდაცვის ფონზე ქალაქში საცხოვრებლების 90% განადგურებულია“.

მისი თქმით, სევეროდნეცკი გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმის ქვეშ იყო, თუმცა არ დანებებულა.

„გუშინ ბრძოლები ქალაქის შესასვლელთან მოხდა. ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ორკების ავანგარდის შეჩერება, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქში შეჭრას. სევეროდონეცკი თავს იცავს. მტერი ქალაქის 2/3-ზეა ლოკალიზებული, მაგრამ ქალაქი ალყაში არ არის“, – განაცხადა სერგი ბრაჩუკმა.

მისივე ინფორმაციით, იბომბება აზოტის ქიმიური ქარხანა და არიან გარდაცვლილები, როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე საწარმოს თანამშრომლებს შორის.

banner
წინა სტატიაშითუ პუტინი გაიმარჯვებს, თავს დაცულად ვერასდროს ვიგრძნობთ – ლიზ ტრასი
შემდეგი სტატიაპარლამენტში პარტია ,,საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდნენ