სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. უგრეხელიძემ განცხადება, ცოტა ხნის წინ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გადაწყვეტილება უგრეხელიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-დან წასული პოლიტიკური ლიდერები და ენმ-ის წევრები ცალ-ცალკე ფრაქციას ქმნიან.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

შეიქმნება ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და ფრაქცია თბილისი მამუკა ახვლედიანის ხელმძღვანელობით.

banner
წინა სტატიაში„უწმინდესი მანქანაში ტიროდა…“ – პატრიარქის დაცვის უფროსი დუმილს არღვევს
შემდეგი სტატია1 გარდაცვლილი და 7 დაშავებული – შეჯახება სიღნაღში