“შეიძლება ცოტა ხნით გადაედოთ ნიკა მელიას დაჭერა, მაგრამ რაკი მან აქტიურად დაიწყო ადგილობრივი არჩევნების წინააღმდეგ გამოსვლა, ეცნენ, დააპატიმრეს. ეს მიუთითებს, როგორ სჭირდებათ პარტიების შეთრევა არჩევნებში. ამიტომ “არჩევნებობანა” ქოცური თამაშია”,-სევდია უგრეხელიძე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ადასტურებს.
როგორც კონდახაშვილი ამბობს, ოპოზიციონერი ლიდერი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულმა გააჩერა და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა.
იურისტი გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას დაკავება რომელიმე მიმდინარე საქმეს უკავშირდებოდეს.