სევდია უგრეხელიძე : ალეკო ელისაშვილი ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა და მისი “ნაციონალებთან” ალიანსში დადანაშაულება, სასაცილოა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები დავით ნარმანიას თბილისის მთავრობის დათხოვნას ურჩევენ.

საკრებულოში ყოფნის დროსაც და ვიცე-მერობის პერიოდშიც ალეკო ელისაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალეკო ელისაშვილის აქტიურობა 2012 წლამდე არ ახსოვს.

სევდია უგრეხელიძის თქმით, ალეკო ელისაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში” ყოფნის პერიოდშიც ისევე აქტიურობდა, როგორც დღეს.

”საკრებულოში ყოფნის დროსაც და ვიცე-მერობის პერიოდშიც, ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი ყველა დებატებში კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა, ჩვენ მას ვედავებოდით, რომ მხარედ გამოდის და ეს დაუშვებელია. ასევე შემიძლია ვთქვა „პარტიზან მებააღეებზე“, რომლებიც ზუსტად ისეთივე ლექსიკით, ისეთივე თავგამეტებით იცავდნენ, ზოგ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ პოზიციებს. ამიტომ სასაცილოა, რომ რაღაც შემუშავებული მესიჯით ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, ვისთან ალიანსიც არც ერთ მხარეს არ სურს”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან დღეს ისევ შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ