სევდია უგრეხელიძე: აგრესორი არასდროს შეჩერდება თუ უკრაინამ არ გაიმარჯვა

 

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის, რიგით 45-ე სესია იმართება სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დელეგაციით იმყოფებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი სევდია უგრეხელიძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. უგრეხელიძემ ისაუბრა უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიან ომზე.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით – ,,საკითხი მდგომარეობს შემდეგში – როგორია ადგილობრივ ხელისუფლებათა როლი უკრაინისათვის ამ ურთულეს დროს? მე ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდეს და გაძლიერდეს, ევროპა არ უნდა შეურიგდეს ამ ომს. გვახსოვს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეჩერებული ხმის უფლება აღუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მან არ შეასრულა ვალდებულებები და საპასუხოდ პუტინმა დაიწყო ახალი აგრესიული ომი. ამიტომ ჩვენ, როგორც ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი პოლიტიკოსები, უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ავუხსნათ, რომ მათი პატარა ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები არაფერია უკრაინელების დაღვრილ სისხლთან, ათასობით მოკლულთან შედარებით. თუ არ სურთ იხილონ ახალი ბუჩა და მარიუპოლი, თუ არ სურთ მკვლელი აგრესორების ნახვა საკუთარ სახლებში, უარი თქვან რუსულ გაზსა და ნავთობზე, მოითხოვონ საკუთარი მთავრობებისგან უკრაინის მეტი მხარდაჭერა. აუხსენით, რომ აგრესორი არასდროს შეჩერდება თუ უკრაინამ არ გაიმარჯვა. მათთვის გაგზავნილი იარაღით კი უპირველესად იცავენ საკუთარ თავს. მჯერა, რომ ესაა საჭირო, რეალური მოქმედება ადგილობრივ დონეზე და ჩვენ ეს შეგვიძლია.“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ

სესიას ასევე ესწრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, რომელიც, რეგიონულ კონგრესზე ხვალ წარდგება სიტყვით

banner
წინა სტატიაში„არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე, არა“ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა ირაკლი შოთაძეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა