ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა იყო. სარაკეტო თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ადგილობრივი Telgeram არხები წერდნენ, მოგვიანებით კი სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა მიიტანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე.
„მტერმა ფლოტის შტაბზე სარაკეტო შეტევა მიიტანა.
ფრაგმენტი ლუნაჩარსკის თეატრთან ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურები გავიდნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს რაზვოჟაევი Telegram-ზე.