სეულში აშშ-ს ელჩი ,,ბრიტვით,, დაჭრეს

სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულის ცენტში, აშშ-ს ელჩ მარკ ლიპერტს თავს დაესხნენ…

თავდასმხელი, რომელიც საპარსი დანით, ე.წ. ,,ბრიტვით,, იყო შეიარაღებული, აშშ-ს ელჩს უკნიდან მიეპარა, მაგიდაზე დააგდო ის  სახესთან ერთად ხელიც დაუსერა… ღრმა ჭრილობებით დაზიანებული  ელჩი სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

კორეული სააგენტოების ცნობით, დაკავებული თავდამსხმელი 55 წლის კორეის მოქალაქე გვარად კიმი აღმოჩნდა, თავდასხმის მომენტში ორი კორეის გაერთიანების ლოზუნგს ყვიროდა… აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთების გაუქმებას ითხოვდა.

ამ ინციდენტს კორეის პრეზიდენტი პაკ კინი გამოეხმაურა და მას არამხოლოდ აშშ-ს ელჩზე თავდასხმა, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა უწოდა.

 

banner
წინა სტატიაშისაკადრო ცვლილებები გრძელდება – რას ამბობენ თბილისის მერიაში?
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გადასახადების შემცირებაზე ვმუშაობთ