სეულმა ფხენიანი 10 მილიონი პირადი მონაცემის მოპარვაში დაადანაშაულა

სამხრეთ კორეის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეას 10 მილიონზე მეტი სამხრეთ კორეელის პირადი ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებს – The South China Morning Post-ი წერს.
სეულში განაცხადეს, რომ გატეხილია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ-აუქციონ Interpark-ის ვებ-გვერდი . ჰაკერმა, რომელმაც მონაცემები მოიპარა, გამოსასყიდის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა სამხრეთ კორეას. წერილში გამოყენებული იყო დიალექტი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში იყენებენ.
აუქციონის მფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა რაიმე სახის გამოსასყიდის გადახდაზე და დახმარებისთვის პოლიციას და სპეცსამსახურებს მიმართა. გამოძიებით დადგინდა, რომ გამოყენებულია იგივე კოდები და აიპი მისამართები, რაც ადრინდელი თავდასხმებისას.
სამართალდამცველების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა, უკანასკნელი თვეების მანძილზე, 140 ათასი კომპიუტერი გატეხეს 160 კომპანიასა და სახელმწიფო სამსახურებში.
ფხენიანი ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: თუნდაც იმიტომ, რომ კვლევებში მოხსენიებული არ ვართ ჩანს, რომ კვლევა გაყალბებულია
შემდეგი სტატიავისი დავალებით მოჭრეს მრავალწლოვანი ნაძვები ლაგოდეხში (ვიდეო)