სეული: პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ აქციაზე ორი ადამიანი დაიღუპა

სეულის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს დადგენილების წინააღმდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ აქციაზე ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ერთი გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია, რომელმაც თავის მრავლობითი ტრავმა მიიღო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ პოლიციის მანქანიდან გადმოვარდა. მეორე დაღუპულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა – “ბიბისი” წერს.
ასევე, პროტესტის დროს რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იაპონური სააგენტო “კიოდოს” ოპერატორი.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ პრეზიდენტ პაკ კინ ხეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა – პრეზიდენტს დაუმტკიცდა, რომ ის კორუფციულ სქემაში იყო გარეული.

banner
წინა სტატიაშიმეიმ ევროკავშირს ბალკანეთში რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა