სეული კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისთვის მზად არის

სამხრეთკორეული ელიტური სამხედრო ნაწილები მზად არიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ატომური იარაღის გამოყენების საშიშროება წარმოიქმნება – ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხან მინ კუმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა – დღეს “სიენენი” ავრცელებს.
“დიახ, ჩვენ გვაქვს მსგავსი გეგმა” – განაცხადა მინისტრმა, ჩრდილოეთკორეელი ლიდერის ლიკვიცადიის შესახებ შეკითხვაზე. “სამხრეთ კორეას გააჩნია საერთო იდეა და გეგმა რაკეტების წერტილოვანი გამოყენების შესახებ მოწინააღმდეგის ძირითად სფეროებზე, ასევე ხელმძღვანელების ლიკვიდაციის შესახებ” – დაამატა მინისტრმა. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი ზომები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუკი ფხენიანიდან ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე წარმოიქმნება. მან ასევე ივარაუდა, რომ ფხენიანი ატომური იარაღის მეექვსე გამოცდისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა მოზარდი რადიკალების რაოდენობა დაადგინა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ნავის გადატრიალების შედეგად 80-მდე მიგრანტი დაიღუპა