სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრ გოგოს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აფრიამაშვილი გოგონას სახელს გვარს არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ მისმა ოჯახის წევრებმა არ იციან და არ უნდა, რომ ინერვულონ.

“დღეს სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, გოგოს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელს და გვარს ვერ დავწერ, ოჯახიდან გამომდინარე, არ უნდა რომ გაიგონ, ინერვიულებენო…”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშივის შეეხება MEGOBARI- აქტის სანქციები – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ჩამონათვალს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამოსკოვს დრონები, ოკუპირებულ ყირიმს კი “ნეპტუნები” უტევენ