სეტყვამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზიანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად დაზარალდა სოფელ ვანთა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, განადგურებულია ერთწლიანი ნარგავები და მნიშვნელოვნად დაზიანებულია ვენახები.

,,სეტყვა თითქმის 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა და სოფელში ყურძნის მოსავლის თითქმის 70% დააზიანა. მთლიანად განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთები, სადაც ბოსტნეული კულტურა მოგვყავს“-აცხადებს სოფელ ვანთის მცხოვრები, ვარლამ ხუციშვილი.
თელავის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, კი დღეს დილიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.

,,ზარალი სოფელ ვანთაში, წინასწარი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუსტი ოდენობა დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი“-აცხადებს ალექსანდრე შათირიშვილი.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი ინფორმაციით გორში ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი დაწვეს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ვახტანგ გომელაურს ცხელი საათები ელოდება