სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. დასეტყვილია სოფელი ალავერდი, ქვემო და ზემო ალვანი, ოჟიო და კოღოთო.
ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდებოდა და სეტყვას ქარიც ახლდა, რამაც მოსავალი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია ვენახები და ერთწლოვანი კულტურები.














