სესხების გალარების აქცია მხოლოდ მათ შეეხება, ვისი წლიური შემოსავალიც 100.000 ლარზე ნაკლებია

საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ხორციელდება ლარიზაციის დიდი პროექტი, რომლის მცირე ნაწილი გალარების ერთჯერადი აქციაა. აღნიშნულის განსახორციელებლად, 2017 წლის ბიუჯეტში 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით მინისტრები ვერ ისარგებლებენ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღებული.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა კიდევ ერთი სიახლის – გალარების აქციის შესახებ. კერძოდ, პარლამენტის წევრებთან შეთანხმებით, ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია, აღნიშნული სოციალური პროექტით ვერ ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაშიბერლინი ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს
შემდეგი სტატიააფხაზეთში დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს