,,სესიაზე უნდა შევიკრიბოთ, რათა სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე გამოცემული აქტი კონსტიტუციისა შესაბამისად დავამტკიცოთ”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მირ გამოცემულ იმ აქტზე რამდენიმე წუთში იმსჯელებს, რომელიც ბორჯომის ხეობაში სამხედრო ძალების გამოყენებას ეხება.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კობახიძე სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

„როგორც მოგეხსენებათ, ხანძრის ლიკვიდაციისთვის საჭირო სამხედრო ძალების გამოყენება გახდა. შესაბამისი წარდგინებით პრემიერ-მინიტრმა პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე აქტი გამოსცა. გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხანძრის ლიკვიდაციაში სამხედრო ძალები უკვე ჩართული იყვნენ და ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს სამხედრო ძალების გამოყენება შესაძლებელია სხვა არეალშიც. სესიაზე უნდა შევიკრიბოთ, რათა პრეზიდენტის აქტი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად დავამტკიცოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის აქტზე, რომელიც სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენებას ეხება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც იმსჯელეს. დეპუტატებს აქტის შინაარი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. აქტის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშითბილისი-რუსთავის გზაზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაროგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს [ფოტოები]