სესიაშვილი: თუ კითხვა არსებობს მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე, გამოძიება უპასუხებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. სესიაშვილი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ავსტრიის შს მინისტრის მხრიდან მაჩალიკაშვილის ავსტრიულ კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ. მისივე თქმით, თუკი მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ან პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვები არსებობს, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

“ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რა თქვა ვერ ვიტყვი, ამ დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. რაცვშეეხება ამ საკითხს, თავისთავად მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ეს ტრაგედიაა, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ძალიან სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის გლობალური საფრთხე. ამ მიმართულებით საქართველო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ეს ტრაგედია ყველას შეგვეხო. სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ხელისუფლება მოქმედებს კანონის ფარგლებში. თუ სადმე კითხვა არსებობს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.დანარჩენი უნდა ვიფიქროთ მომავალ დღეზე, მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებული კაცი თბილისში გადმოჰყავთ
შემდეგი სტატია“სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა პროფესიულ დონეზე” – სუბარი