სესიაშვილი: საჭიროა გენინსპექცია გაერკვეს პროცესში

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიაპარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა, ბათუმში მიმდინარე მოვლენებში გენინსპექცია გაერკვეს პროცესში. ამის შესახებ მან საზოგადოებრივს განუცხადა.

მისი თქმით, როცა პოლიციას ქვებს უშენენ, ამ დროს პოლიციაც ვალდებულია, ისე მოიქცეს, როგორც კანონი მოითხოვს.

„ყველა მხარეს უნდა მოვუწოდოთ, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ცივ გულზე გავაანალიზოთ ყველაფერი. არასასურველი ფაქტია. დაპირისპირების საფუძვლებში კარგად უნდა გავერკვეთ. არ შეიძლება, აქ ცალმხრივად მივუდგეთ და ამ შემთხვევაში, დავიწყოთ მხოლოდ იმის ანალიზი, რატომ მოხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება. თქვენ კადრებში დაინახეთ ადგილი ჰქონდა ქვების სროლას და ეს ნამდვილად არ არის სწორი.

ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც რაიმე დაბრკოლება აქვს, საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკოს. საჭიროა გენინსპექცია გაერკვეს პროცესში. ამ პროცესში უნდა იყოს გამჭირვალობა, რომ საზოგადოებას ეჭვები არ გაუჩნდეს.

ნამდვილად არ არის იმის რისკი, რომ აქ რაიმე დარბევა მოხდეს. ამ აქციამ სპონტანური ხასიათი მიიღო და უმჯობესია, ყველამ გავიაზროთ, რომ პირველ რიგში სიმშვიდეა საჭიროა. უშუალოდ, თუ რამ გამოიწვია ეს სიტუაცია, ამაზე საჭიროა გამოძიება ჩატარდეს. ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ როცა პოლიციას ქვებს უშენენ, ამ დროს პოლიციაც ვალდებულია ისე მოიქცეს, როგორც კანონი მოითხოვს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებული არიან აქციის მონაწილეებიცა და პოლიციელებიც.

banner
წინა სტატიაშიბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 11-მა პაციენტმა მიმართა, მათგან 6 პოლიციის თანამშრომელია
შემდეგი სტატიაერთ-ერთი დაშავებული უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა