“სესიაშვილი ან მისი შვილი სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ”- მამუკა მდინარაძე

ნაციონალურ მოძრაობის ინფორმაციას, რომელიც ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს ეხება, უმრავლესობაში “სამარცხივოს” უწოდებენ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ენმ-ს ბრალდებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აქამდე დაკავებულები იყვნენ დეპუტატების შეურაცხყოფით და დისკრედიტაციით. ახლა გადავიდნენ მათ ოჯახის წევრებზე. ამაზრზენია ნამდვილად ეს ამბავი. ბუნებრივია ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება და ირაკლი სესიაშვილი ან მისი შვილი სამართლებრივ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ენმ-ს ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად სუს-ში მუშაობს, ემთხვევა წარსულში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის თითის ანაბეჭდს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ფაქტი საგამოძოებო უწყებებმა დამალეს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით თუ მოლაპარაკებები არ შედგება, არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ
შემდეგი სტატიაიმის ნაცვლად, რომ საკითხს ნათელი მოჰფინონ იაფფასიანი სპეკულაციებით არიან დაკავებულები – ენმ სესიაშვილის შვილის საქმეზე