10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სეს: ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში დარჩენილი ძაღლები საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდებიან ზუგდიდში.

მათივე ცნობით, ზუგდიდში კიდევ 12 ძაღლი დაბრუნდა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ჰიპერპოპულაციის პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, გარემოში დააბრუნეს.

banner
წინა სტატიაშიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
შემდეგი სტატიასასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო