6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

სეს-მა თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმიური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

“ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის პირობას ასახელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯას არაპროპორციულ ზომად აფასებს