28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

სეს-მა თბილისში კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა,_ ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.

ამავდროულად, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

 კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის – 15-01 საშუალებით”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაში“ენმ” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელსაც მოქმედი თავმჯდომარე არ ესწრება
შემდეგი სტატიარატომ გაითიშა ელექტროენერგია მთელ ქვეყანაში?- სემეკმა 24 ივლისის ავარიის პირველადი შედეგები წარადგინა