16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

სეს-მა თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

თბილისში ხორცის გადამმუშავებელ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.

ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დისტრიბუციის ეტაპზე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

ასევე, გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი დაილუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიხონში სახლი გაქურდეს – წაღებულია ფული და საყოფაცხოვრებო ნივთები
შემდეგი სტატიასაზოგადოებამ აფხაზ ბლოგერს უკანასკნელი პატივი მიაგო — დაურ ბუავას მუხათგვერდის სასაფლაოზე კრძალავენ