13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

სეს-მა ტაილანდურ რესტორანს შპს “ერდოღან ქალაიჯი” საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს ,,ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა.

“აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს ,,ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.
 გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები;

 მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01″_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის შეცვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაქეთევან თურაზაშვილი: სახელმწიფო კრიზისშია, “ოცნება” ვალდებულია ახალი არჩევნები ჩანიშნოს