15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

სეს-მა სამეგრელოსა და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს და იმერეთის დეპარტამენტების უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

“არალეგალური საწარმოები გამოვლინდა ასევე თერჯოლასა და ზესტაფონში. ინდმეწარმე გ. ზ. (მის: თერჯოლის რ-ნი, სოფელი ღვანკითი) და ფიზიკური პირი ს.მ. (მის: ზესტაფონი, მეორე სვირი) სააგენტოსგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ცხოველებს.

ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; გ.ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 70 კილოგრამზე მეტი გოჭის და მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ხოლო ს.მ.-ს სასაკლაოზე დაილუქა 8 კილოგრამი ბოცვრის ხორცი.

ინდმეწარმე და ფიზიკური პირი დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო სურსათი, კანონმდებლობის შესაბამისად დაილუქა.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს: სამაგიეროდ, ბევრი სალაპარაკო გექნებათ ჰააგის ტრიბუნალთან
შემდეგი სტატიავადეფული: გერმანია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხის მოგვარებაში ნატო-ს როლს ვერ ხედავს