სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორს საქმიანობა შეუჩერეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე (რ. გ.) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას შესაბამისი რეგისტრაციისა და უწყების აღიარების გარეშე ახორციელებდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.
უწყებაში განმარტავენ, რომ სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის განთავსების მიზნით, აქტიურ კონტროლს განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნე















