15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სეს-მა ქობულეთში, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა

ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ქობულეთში- სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქობულეთში არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.

 სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე”,_ წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ჰეზბოლას” დრონით თავდასხმა ისრაელის არტილერიაზე – დაჭრილია 12 ჯარისკაცი
შემდეგი სტატიარუსთავში საცხოვრებელ კორპუსში, ბინაში ხანძარი გაჩნდა