10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

სეს-მა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინა.

„სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ო. ა. (მის: მარნეული, ყურბანოვის ქუჩა N2) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.

ობიექტზე, ასევე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ქართული ღვინის ხარისხი და  ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია ვენახის ხარისხზე”- ლევან მეხუზლა