29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სეს-მა გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

“აღნიშნული დარღვევების გამო, ი/მ თ.მ დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიდრონების თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის მასშტაბური კრიზისია
შემდეგი სტატიაამინდი მკვეთრად გაუარესდება — რა შეტყობინებას აგზავნის “112”