15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სეს-მა გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
“აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი.
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
banner
წინა სტატიაშითბილისიდან აშშ-ში ტერორიზმში ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიავატო შაქარაშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე: ეს იყო კლასიკური სცენარი, რომელიც საქართველოს კონფლიქტში გახვევას ემსახურებოდა