8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სეს-მა ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, საქონლის დაკვლას და დამუშავებას ახდენდა. სააგენტოს ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით (11 მსხვილფეხა პირუტყვის) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცი ამოიღეს. ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მავნედ მიჩნეული სურსათი კი, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: გიორგი გახარიას ბრალეულობის შესახებ დაშვების გაკეთება, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს