სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად, წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ფორდის“ მარკის მიკროავტობუსში გაურკვეველი წარმომავლობის 8 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტანხორცი გამოავლინეს. მიკვლევადობით დადგინდა, რომ საქონელი დაკლულია ფიზიკური პირის რ. ო-ის კუთვნილ ეზოში (მცხეთის რაიონი, სოფ. ციხისძირი) არსებულ არალეგალურ სასაკლაოში, რომელიც ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდებისა და ფორმა 2-ის გარეშე, მეწარმეებმა კი საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.








