სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, იმერეთში, ქალაქ ზესტაფონში, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.
პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების შესაბამისად, აღნიშნული საშუალებებით ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სავაჭრო ქსელში, სადაც დაცულია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნები, გამყიდველს კი აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია (მცენარეთა დაცვის ან აგრონომიული განათლება, გარემოსდაცვითი და სანიტარიული წესებისა და ნორმების ცოდნა), რათა მომხმარებელს მისცეს ახსნა-განმარტებანი მათი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

















