5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

სეს-მა აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და ქვემო ქართლში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს.

ფიზიკური პირი ზ. ბ. აჭარისა და გურიის რეგიონების სოფლებში ყიდულობდა მსხვილფეხა საქონელს, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ დამხმარე სათავსოში დამუშავების შემდეგ, ახდენდა რეალიზაციას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული საქონლის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

ინდმეწარმე ა. მ. (მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყარაჯალარი) კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა. მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო ინსპექტირებისას ამოღებული ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაში8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე – მოსამართლემ სხდომა დახურა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 8 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა