10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სეს-მა აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს.
გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.

ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს ასევე გურიის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიგიგა ლემონჯავა: ირანულმა დრონმა ნავთობსადენს დაარტყა საქართველოს ტერიტორიაზე, შსს და სუსი დუმს
შემდეგი სტატიასასამართლომ სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა