21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

სეს-მა აბაშაში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო დააჯარიმა და დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.
ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით.
 შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე.

 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიგაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: მზად ვართ, “ნაციონალური მოძრაობის” სიღრმისეული ტრანსფორმაცია მოვახდინოთ – ექვს თვეში შიდა არჩევნები ჩატარდება