9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

სეს-ი: ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

„მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების, მიტოვებული შენობების და ტყისპირა ზოლების ვიზუალური დათვალიერება. ბრძოლის ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

მონიტორინგის პარალელურად, საინფორმაციო შეხვედრები ტარდება მოსახლეობასთან. სპეციალისტები ადგილობრივებს სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ეფექტიანია მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე „მონიტორინგის ხაფანგებს“ დაამონტაჟებენ, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება, შემდეგ კი ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები დაიწყება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“წერტილი”- ნანკა კალატოზიშვილმა ახალ თეატრს თანხა გადაურიცხა
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად