15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

სეს-ი: დაურეგისტრირებელ ცხოველებს გრუმინგ-ცენტრები ვერ მოემსახურებიან

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს.

“საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლისივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა.
კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს.
სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს.
სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.
მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა, ჰიგიენური ნორმებისა და სხვა რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე.

თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ”,_ წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთის ენერგეტიკულ და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატია“რომელმა ძალებმა დაწნეხეს ფეხბურთელები, გამაგებინოს”- კახა ზივზივაძე გველესიანზე