სეს-ი 9 პირის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინების საფუძველზე საშაურმეში შემოწმებას ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქ.9-ში მდებარებე საშაურმე „რეტროში“ შემოწმებას ახორციელებს.

სეს-ის ინფორმაციით, ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.

შეგახსენებთ, ბოჭორიშვილი კლინიკაში კვებითი ონტოქსიკაციით 9 პირი გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანი შაურმით მოიწამლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტებს მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – ვაქცინის ძირითადი ფუნქციაა სიკვდილის და მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია მინიმუმზე დავიდეს
შემდეგი სტატიამარკ კლეიტონი საქართველოში “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით ვაქცინების პირველი დოზის ჩამოსვლას მიესალმება