17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სეს: დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ⁠ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალიტები ჩაატარებენ”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა – ეროვნული ბანკის ახალი კურსი
შემდეგი სტატიათიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია